ისრაელის საელჩო: მადლობას ვუხდით ყველა მეგობარს საქართველოში გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის

საქართველოში ისრაელის საელჩო სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

“ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის.

ამჟამად მილიონობით ისრაელის მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე.

ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები