ირაკლი კობახიძე თამარ ჟვანიას გათავისუფლებაზე: მისი პრეროგატივაა, თავის პოზიციაზე რამდენი ხანი დარჩება

ვიდრე ვიღაცები საუბრობენ იმაზე, თამარ ჟვანია დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, პირველ რიგში ბოდიში უნდა მოუხადონ იმ შეურაცხყოფებისთვის, რაც სრულიად მას უსამართლოდ აკადრეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კითხვაზე, უნდა ჩაატაროს თუ არა თვითმართველობის არჩევნები თამარ ჟვანიამ, განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ს თავმჯდომარის გათავისუფლება საკუთარი თავის გარდა არავის შეუძლია.

„მისი პრეროგატივაა, თავის პოზიციაზე რამდენი ხანი დარჩება. ვიდრე ვიღაცები საუბრობენ იმაზე, თამარ ჟვანია დარჩეს თუ არა თავის პოზიციაზე, პირველ რიგში ჟვანიას უნდა მოუხადონ ბოდიში იმ შეურაცხყოფებისთვის, რომელიც მას სრულიად უსამართლოდ აკადრეს. გახსოვთ, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს, ჩვენ წარმოვადგინეთ მტკიცებულება მაგალითად „პივიტის“ გაყალბებასთან დაკავშირებით და „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელს გადადგომა მოუწია. თამარ ჟვანიას ჯერ ბოდიში მოუხადონ და შემდეგ ისაუბრონ იმაზე, უნდა დარჩეს თუ არა თანამდებობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები