თბილისში სიგარეტის ნამწვის გამო კორპუსი ხანძარს გადაურჩა (ფოტო)

თბილისში სიგარეტის ნამწვის გამო კორპუსი ხანძარს გადაურჩა. ამის ამსახველ ფოტომასალას ერთ-ერთი ,,ფეისბუქმომხმარებელი” აზიარებს.

,,ნამწვავის სროლის შედეგი! გუშინ გადარჩა ჩემი ქვედა მეზობელი და, მათ შორის, ჩვენც,
მადლობა ღმერთს სახლში იყო, თან მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს.
ეს მეთორმეტე სართულია და შენობა 23-სართულიანია, ამ აივნებზე გაზის მილებიც გადის (საბედნიეროდ, სადაც გათბობის ქვაბი არ იყო, იმ აივანზე შევარდა ნამწვავი).
კორპუსი საკმაოდ დატვირთულია და წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება, მომხდარიყო!!!

თქვენ დალოცვილებო, ეს ეხება სრულიად “კორპუსიდან ნაგვის მსროლელ გმირებს”, დაიდგით საფერფლე, ნაგვის ურნა, ბოლობოლო, თუ საფერფლის თანხა არ გაქვთ, წყლიანი ფინჯანი დადგით და იქ ჩააქრეთ სიგარეტის ნამწვავი, ნაგვისთვის კიდევ ერთჯერადი პარკი დაკიდეთ!!!

სამწუხაროდ, ის ნამწვავიც დაწვა, თორემ არ გაგვიჭირდებოდა ამის ჩამდენის მოძებნა, ამის შემდეგ უფრო ყურადღებით ვიქნებით”, – აღნიშნულია პოსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები