თამარ გაბუნია: ქვეყანაში “ინდური შტამი” არ დაფიქსირებულა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში „ინდური შტამი“ ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა.

მისივე თქმით, ის ვაქცინები, რომელიც ბაზარზეა შემოსული, თანაბრად ეფექტურია ახალ შტამებთან, მათ შორის, „ინდურ შტამთან“ მიმართებითაც.

„ინდური შტამის“ არცერთი შემთხვევა ამ დროისთვის ქვეყანაში დაფიქსირებული არ არის. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას ახალ შტამებთან და განსაკუთრებით „ინდურ შტამთან“ მიმართებით, ჯერჯერობით, ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ ის ვაქცინები, რომელიც ბაზარზეა შემოსული, თანაბრად ეფექტურია. “ფაიზერმა“ დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა მაღალ ეფექტურია ყველა შტამთან მიმართებით. სხვა მწარმოებლები ამბობენ, რომ შესაძლოა, იყოს გარკვეული შესუსტება ეფექტურობის, მაგრამ ზუსტად რაზეა საუბარი, ამის თქმა, ჯერჯერობით, კვლევებით უნდა დადასტურდეს. ყველა მიჰყვება იმ რეკომენდაციას, რომ ვაქცინა ეფექტურია ყველა შტამის შემთხვევაში და ჩვენც იმავე რეჟიმში ვაგრძელებთ ვაქცინაციის პროგრამას“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები