45 წლის ზემოთ მოქალაქეები “ასტრაზენეკათი” ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან

„ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციის პროცესში 45 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან.

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რისკების შეფასებისა და დამატებითი კონსულტაციების შედეგად, საბჭომ მხარი დაუჭირა იმ წინადადებას, რომ „ასტრაზენეკასთვის“ ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე. ანუ 55 წლის ნაცვლად ხვალ, დღის ბოლოდან უკვე „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციისთვის რიგის დაჯავშნას შეძლებენ 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები