როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-14 მაისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

მათივე ცნობით, 15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია, სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 12 მაისს +23, +25, ხოლო 13-15 მაისს +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები