ამირან გამყრელიძე: ძალიან თუ არ გავლაღდებით, ალბათ, ორი კვირის ფარგლებში ინფექციამ უკუსვლა უნდა დაიწყოს

“დღეს ვართ პიკურ პერიოდში, რასაც ჩვენ აღვნიშნავდით, რომ აპრილის ბოლოდან მაისის პირველი ორი კვირა, ცოტა მეტი, შეიძლებოდა ყოფილიყო პიკური პერიოდი, რომლის შემდეგაც უნდა დაიწყოს დაღმასვლა”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაზრდილია, რაც, ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, ყველაზე კარგი დაცვის საშუალებაა.

„სასიამოვნოა, რომ, ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 76 პროცენტზე დაფიქსირდა, რაც იდეალური არ არის, მაგრამ ბევრად მეტია, რაც აპრილის დასაწყისში იყო. ადამიანები მეტად ხმარობენ პირბადეს, რომელიც ყველაზე კარგი დაცვის საშუალებაა. სწორედ ამიტომ, ჯერჯერობით, საუბარი არ არის სხვა შეზღუდვის შემსუბუქებაზე, რადგან ჩვენ პიკში ვართ. ასევე, სამწუხაროდ, დღეს დეკემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი რიცხვი გვქონდა სიკვდილობის, ამასაც ვამბობდით. გარკვეული პარამეტრების მიხედვით, ვფიქრობთ, ვართ პიკში და ყველაფერს ისე თუ დავიცავთ, რომ ძალიან არ გავლაღდებით, ალბათ, ორი კვირის ფარგლებში ინფექციამ თანდათან უკუსვლა უნდა დაიწყოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები