ყაზანში, სკოლაში სროლაა, მიმდინარეობს მოსწავლეების ევაკუაცია – სავარაუდოდ, არიან დაღუპულებიც

ყაზანში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სროლაა, გაისმა აფეთქების ხმაც.

“ინტერფაქსი” წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სკოლაში ორი მოზარდი შევიდა, რომელმაც თანაკლასელებს ცეცხლი გაუხსნა.

ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და ერთი დაშავებულის შესახებ.

“ტასი” იტყობინება, რომ თავდამსხმელი დაკავებულია.

მიმდინარეობს მოსწავლეების ევაკუაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები