კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 963, იმერეთში – 178

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 963 შემთხვევა, აჭარაში – 127, იმერეთში – 178, ქვემო ქართლში – 78, შიდა ქართლში – 72, გურიაში – 58, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 131, კახეთში – 79, მცხეთა-მთიანეთში – 73, სამცხე-ჯავახეთში – 16, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 215, საიდანაც: 4 296 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 454, აჭარაში – 464, იმერეთში – 495. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 890 პირი, მათ შორის, თბილისში – 458, აჭარაში – 91, იმერეთში -125. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 201 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 9, იმერეთში – 13. 775 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 406 – თბილისში, 343 – აჭარაში. 11 144 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები