ნიკა მელია: ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ხელისუფლებისთვის ვიქნები საფრთხე

“ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ხელისუფლებისთვის ვიქნები საფრთხე”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ საპატიმროს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

“ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ხელისუფლებისთვის ვიქნები საფრთხე. პარლამენტში შესვლა-არშესვლას რაც შეეხება, გაიმართება კონსულტაციები, ამას დასჭირდება რამდენიმე დღე, რომ გადაწყვეტილება გავაჟღეროთ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები