გიორგი ვაშაძე: ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა ძველი პირადობის მოწმობებით აღარ მოხდება.

„ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია, გითხრათ, პრინციპში, რაზეც უკვე შევთანხმდით კიდეც – ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, მხოლოდ „აიდი“ (ID) იქნება, რაც არის უკვე ძალიან მაგარი მიღწევა ერთი საათის მუშაობის შედეგად. კიდევ რა იქნება, ტექნოლოგიური საკითხები გავცვალეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები