აკაკი მინაშვილი: ნიკა მელიას გამოსვლა იქნება ახალი ბიძგი ბრძოლისათვის

“ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა”, – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი პარტიის ლიდერთან, ნიკა მელიასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მინაშვილის თქმით, მელიას გათავისუფლება მოქალაქეების დამსახურებაა.

“ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ეს გადაწყვეტილებაა იმ ცვლილებისთვის ბრძოლაში, რაც აუცილებელია, რომ ქვეყანაში ადამიანმა კარგად იცხოვროს. ეს იყო ჩვენი მოქალაქეების, პარტნიორების ბრძოლის შედეგი, ის, რომ ხელისუფლებას მოუწია და იძულებული გახდა, ნიკა მელია გაეთავისუფლებინა. ნიკა მელიას გამოსვლა იქნება ახალი ბიძგი ამ ბრძოლისათვის”, – განაცხადა მინაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 40 000-ლარიანი გირაოთი შეიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები