ადვოკატი: მოლოდინი გვაქვს იმის, რომ რამდენიმე წუთში დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა
“რამდენიმე წუთში დაიწყება სასამართლო პროცესი. მოლოდინი გვაქვს იმის, რომ დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც სასამართლოში ხდება, პოლიტიკური გადაწყვეტილების გაფორმებაა.
“რამდენიმე წუთში დაიწყება პროცესი. მოლოდინი გვაქვს იმის, რომ რამდენიმე წუთში დასრულდება ნიკა მელიას პოლიტიკური ტყვეობა. მისმა შეუპოვარმა ბრძოლამ, პრინციპულობამ და ჩვენმა მეგობრებმა ევროკავშირის, აშშ-ის ძალისხმევით, ხელისუფლება გახადა იძულებული, რომ წერტილი დაუსვას ამ სიგიჟეს, რომელიც დაკავშირებული იყო ოპოზიციის ლიდერის პოლიტიკურ ტყვეობასთან. ეს რამდენიმე წუთში დასრულდება. უბრალოდ, რაც სასამართლოში ხდება ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური გადაწყვეტილების გაფორმება, ანუ როგორც მოხდა თავის დროზე პოლიტიკური აქტით მელიას დატყვევება, რამდენიმე წუთში სწორედ ასე პოლიტიკური გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლდება”, – განაცხადა ადვოკატმა.