გიორგი ამილახვარი: პოლიტიკური პროექტი, რომ ნიკა მელია გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვარის განცხადებით, პოლიტიკური პროექტი, რომ ნიკა მელია გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა.

მისივე თქმით, ევროკავშირი ე.წ. პოლიტპატიმრებს გირაოს არ უხდის.

„პოლიტიკური პროექტი, რომ ნიკა მელია გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა. ევროკავშირი არ უხდის გირაოს ე.წ. პოლიტპატიმრებს. პირიქით, ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას, გირაოს თანხის გადახდა სრულად მოდის პროკურატურის ქმედებასთან თანხვედრაში. ეს რომ ყოფილიყო პოლიტპატიმრის საქმე, ევროკავშირს არ უჭირს აღიარება და სხვა მექანიზმებით ამის მოთხოვნა, რომ კონკრეტული პირი არის პოლიტპატიმარი. ნიკა მელია მთელი ამ პროცესის განმავლობაში ამბობდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს და ვერ დაიჭერდნენ, თუმცა დაიჭირეს, შემდგომ იძახდა, რომ არ მიიღებდა გირაოს, მაგრამ უწევს ამაზეც დათანხმება და ვარაუდს გამოვთქვამთ, რომ ასევე დათანხმდება ამნისტიის კანონსაც”, – განაცხადა ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები