ხობსა და ზუგდიდში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ხობსა და ზუგდიდში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 3084 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ორი ფაქტი გამოავლინეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საქმის მასალები, საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.