„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაცია დღეიდან დაიწყება
საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზით მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყება.
მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ – 30 მარტიდან, ,,სინოფარმით” – 4 მაისიდან.