დავით მათიკაშვილი: ტრაგიკომიკური სპექტაკლიც სრულდება – მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა
„ტრაგიკომიკური სპექტაკლი სრულდება. ტრაგიკული იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა და კომიკური იმიტომ, რომ ამდენი გადათქმა, ამდენი შეუსრულებელი პირობა იყო“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
“ეს ტრაგიკომიკური სპექტაკლიც სრულდება. ტრაგიკული იმიტომ, რომ მართლაც ამ ყველაფერმა, მიხეილ სააკაშვილის მრუდე ამბიციებმა ნიკა მელიას ღირსებაზე გაიარა და კომიკური იმიტომ, რომ ამდენი გადათქმა, ამდენი შეუსრულებელი პირობა და საბოლოოდ ისედაც საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველას მოუწევს დამორჩილება კანონიერი მოთხოვნისა – ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და ერთგვარი გაკვეთილი იმ მოვლენების, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება, ნიკანორ მელიას გირაოსთან დაკავშირებით. ყველას კარგად გვახსოვს, რომ ნიკანორ მელია ჯერ აცხადებდა, რომ მას ვერ დაიჭერდნენ და მერე აცხადებდა, რომ არ გადაიხდიდა გირაოს, შემდეგ არ გამოვიდოდა, ხან იღებდა, გირაოს ხან არ იღებდა ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ის პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო დაგეგმილი ვერ შედგა და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა ამ პიროვნების ღირსებაზე გაიარა და კიდევ ერთხელ ეს დასტურია იმისა, რომ ყველა მოქალაქე, განურჩევლად სტატუსისა არის კანონის წინაშე თანასწორი და უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად”, – განაცხადა მათიკაშვილმა.