კახა კუჭავა – ამნისტიის კანონპროექტზე: იმედი მაქვს, რომ შეჯერდება და საერთო სახით იქნება წარმოდგენილი, შევეცდები ამ პროცესს ხელი შევუწყო
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი შესრულდეს, ამას ელოდება ჩვენგან დასავლეთი. ყველა ხელმომწერი მხარის ვალდებულებაა, რომ ეს პუნქტები შეასრულოს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
მისი თქმით, ამნისტიის დარეგისტრირებული კანონპროექტების განხილვა მოხდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი შესრულდეს, ამას ელოდება ჩვენგან დასავლეთი. ყველა ხელმომწერი მხარის ვალდებულებაა, რომ ეს პუნქტები შეასრულოს. კანონპროექტები, რომელიც დარეგისტრირდა, განვიხილავთ. იმედი მაქვს, რომ შეჯერდება და საერთო სახით იქნება წარმოდგენილი. ჩემი მხრიდან შევეცდები ამ პროცესს შევუწყო ხელი, თუმცა საბოლოო ჯამში, ვნახავთ, როგორ წარიმართება დებატები, რომელი კანონპროექტი იქნება მიღებული, იქნება თუ არა საერთო კანონპროექტი მიღებული. რაც მთავარია მიუხედავად იმისა ერთი თუ მეორე კანონპროექტი გავა, მნიშვნელოვანია ის, რომ ის ვალდებულებები, რომელიც ჩვენ ხელმომწერმა მხარეებმა ავიღეთ შარლ მიშელის დოკუმენტით შესრულდეს და ამნისტიის კანონი არამხოლოდ დარეგისტრირდეს, არამედ მივიღოთ” , – განაცხადა კუჭავამ.