საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 10:27 საათზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი წალკასთან, სოფელ ფარავანთან დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.