“ჯერ ვერ დამიჭერენო და დაიჭირეს, მერე ვერ გადამახდევინებთო და გადაახდევინეს… ყველაფერი რაც თქვა, საპირისპიროდ აუხდა”

ჯერ ვერ დამიჭერენო და დაიჭირეს, მერე ვერ გადამახდევინებთო და გადაახდევინეს… ყველაფერი რაც თქვა, საპირისპიროდ აუხდა, – წერს Facebook-ის საკუთარ გვერდზე  „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე. ასე ის  „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის 40 ათასი ლარის გადახდას გამოეხმაურა.

„მერამდენე შემთხვევაა, რომ გაჯგიმული ბაქიბუქობის შემდეგ, ისევ საკუთარი გადაფურთხებულის ალოკვა უწევს. ​ფუუ, ფსკერი! ჩვენი ლიდერიაო და მას მაინც ხომ უნდა ჰქონდეს რამე კაცური? მაგრამ ყველაფერი დამსახურებითაა და შეგერგოთ ასეთი უპრინციპო ლიდერი“, – წერს დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები