შარლ მიშელი: გვახსოვს ყველა, ვინც იმ ბნელ დროში იტანჯებოდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მსგავსი აღარასდროს განმეორდეს
გვახსოვს ყველა, ვინც იმ ბნელ დროში იტანჯებოდა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მსგავსი აღარასდროს განმეორდეს, – ასე გამოეხმაურა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მეორე მსოფლიო ომის დასრულების 76-ე წლისთავს.
„მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან დღეს 76 წელი შესრულდა. გვახსოვს ყველა, ვინც იმ ბნელ დროში იტანჯებოდა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მსგავსი აღარასდროს განმეორდეს, – წერს “ტვიტერში” ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.
1945 წლის 8 მაისს, კარლჰოსტში, ევროპის დროით 23:01 საათზე, ხელი მოეწერა ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციას, რომლის შემდეგაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. შესაბამისად, საფრანგეთი და სხვა ევროპული სახელმწიფოები ყოველწლიურად „ევროპაში გამარჯვების დღეს“ აღნიშნავენ.
თარიღთან დაკავშირებით, პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს საღამოს ელისეის მინდვრებზე ეროვნულ ცერემონიალს გამართავს.
Today marks 76 years since World War II ended.
We remember all those who suffered during those dark times.
It is our responsibility to make sure it never happens again. #WWII pic.twitter.com/VHNA13c2uc— Charles Michel (@eucopresident) May 8, 2021