ჩეხეთის პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს

ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, რადეკ ვონდრაჩეკი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატისა და ჩემი სახელით, მსურს, გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა თქვენი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის გამო. მოველი თქვენთან თანამშრომლობას, რომელიც ნამდვილად შეუწყობს ხელს არა მხოლოდ საპარლამენტთაშორისო, არამედ – ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას. გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობისას”, – წერია ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის მისალოც წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები