ანრი ოხანაშვილი გერმანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქში სამუშაო შეხვედრებს მართავს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ბუნდესტაგში გერმანელ კოლეგას, დოქტორ ჰერიბერტ ჰირტეს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. ქართველმა და გერმანელმა კანონმდებლებმა შეხვედრაზე საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებები და პრიორიტეტებიც განიხილეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები