გიგი უგულავა, ვაქცინაციის შემდეგ, საზოგადოებას აცრისკენ მოუწოდებს
ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა Sinopharm-ის ჩინური ვაქცინით აიცრა.
როგორც პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, ვაქცინაცია მას ქარელის “გორმედში” ჩაუტარდა.
“ეს ,,სინოფარმიც,, შევიშხაპუნე, ქარელის “გორმედის” კლინიკაში. მადლობა პერსონალს. აცრა – სრულიად უგრძნობი. ასე რომ, ავიცრათ, გავხსნათ ქვეყანა და ჩვენი ცხოვრებაც,” – წერს უგულავა სოციალურ ქსელში.