მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტს შეხვდებიან

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – მამუკა მდინარაძე და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდებიან. შეხვედრა დღეს, 15:00 საათზე ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

სავარაუდოდ, შეხვედრაზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები