მიხეილ სარჯველაძე: ბატონმა ნიკამ თავის პოლიტიკურ გამოცდილებაში დაახვავა ინციდენტები და ფაქტები, რომელიც სერიოზულად ხელს შეუშლის მას, ჩამოყალიბდეს მერობის კანდიდატად
“ბატონმა ნიკამ თავის პოლიტიკურ გამოცდილებაში დაახვავა ინციდენტები და ფაქტები, რომელიც სერიოზულად ხელს შეუშლის მას, ჩამოყალიბდეს მერობის კანდიდატად”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, რაც მალე დათანხმდება მელია გირაოს თუ ამნისტიას, მისთვისვე იქნება უკეთესი.
„დარწმუნებული ვარ, ეს სიჯიუტე ამნისტიისა და გირაოს მიმართ აბსოლუტურად უსარგებლოა მისთვისვე. რაც სწრაფად მიიღება ეს გადაწყვეტილება, რომელიც ყველა შემთხვევაში დადგება, უბრალოდ, დროის რა მონაკვეთში, ეს მასზეა დამოკიდებული. ამიტომ, რაც მალე აიღებენ ხელს ამ, ჩემი აზრით, ხელმოცარვისთვის განწირულ გეგმაზე, თითქოსდა, პოლიტიკური პატიმრობის მოტივით იმყოფება ნიკა მელია ციხეში, მით უფრო სასარგებლო იქნება ეს მათთვისვე.
ბატონმა ნიკამ თავის პოლიტიკურ გამოცდილებაში დაახვავა ინციდენტები და ფაქტები, რომელიც სერიოზულად ხელს შეუშლის მას, ჩამოყალიბდეს მერობის კანდიდატად, მათ შორის იყო ფაქტები, რაც მიმართული იყო კანონმდებლობის, სახელმწიფოს წინააღმდეგ,“ – განაცხადა სარჯველაძემ.