საოკუპაციო ხაზთან მდებარე სკოლების ბიბლიოთეკებში დათა პაპას წიგნის კუთხე მოეწყობა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის გადაწყვეტილებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ბიბლიოთეკებში დათა პაპას წიგნის კუთხეები მოეწყობა.

როგორც კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს, დათა პაპას წიგნის კუთხეებში უახლესი გამოცემები განთავსდება.

“მნიშვნელოვანი ამბავი – ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების სკოლების ბიბლიოთეკებში დათა პაპას სახელობის წიგნის კუთხეებს გავხსნით, რომელშიც უახლეს გამოცემებს განვათავსებთ – კლასიკურ და თანამედროვე ლიტერატურას. ეს იქნება ჩვენი კიდევ ერთი, მოკრძალებული ნაბიჯი ამ მნიშვნელოვანი კაცისთვის პატივის მისაგებად, მისივე სახელობის სტიპენდიის დაარსების შემდეგ. პროექტის მხარდამჭერი შპს ,,სოლუტივოა”, – წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მანამდე, გიორგი კეკელიძემ დათა ვანიშვილის გარდაცვალების შემდეგ მისი ხსოვნის პატივსაცემად გადაწყვიტა დათა პაპას სახელობის სტიპენდიის დაარსება, რომლით სარგებლობაც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდებს შეეძლებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები