კობა ნაყოფია: დააყენებს თუ არა ნიკა მელია საკუთარ კანდიდატურას თბილისის მერობაზე, გადაწყვეტილი არ აქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას თვითმმართველობის არჩევნებზე.

როგორც ნაყოფიამ ციხეში მელიას მონახულების შემდეგ განაცხადა, პარტიის თავმჯდომარე აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გამართვას გეგმავს.

„რაც შეეხება ნიკა მელიას სამომავლო გემებს, დააყენებს თუ არა თავის კანდიდატურას თბილისის მერობაზე, ამ თემებზეც ვისაუბრეთ, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არაფერი აქვს. პირდაპირ ასე მითხრა, სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მივიღებ, პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს უნდა შევხვდე, ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, სანამ არ დაველაპარაკები როგორც საპარლამენტო, ისე – არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებსო, ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, პარტიულ აქტივსა და მის ხელმძღვანელობასო“, – განაცხადა ნაყოფიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები