ანრი ოხანაშვილი: პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ საქართველო 2024 წელს უფრო მომზადებული იყოს, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი
“პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ საქართველო 2024 წელს უფრო მომზადებული იყოს, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი”, – ამის შესახებ ბერლინში ვიზიტით მყოფმა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და გერმანიას ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა და როლი ამ პროცესში.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ევროკავშირსა და ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის განსხვავებულ და კიდევ უფრო მჭიდრო ეტაპზე გადადის. ჩვენი გეგმაა, შევქმნათ კონკრეტული პლატფორმები, იქნება ეს პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური თუ სოციალური მიმართულებით, რათა ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს. პარტნიორებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ საქართველო 2024 წელს უფრო მომზადებული იყოს, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი და გერმანიას ექნება სტრატეგიული მნიშვნელობა და როლი ამ პროცესში. ჩვენ ძალიან მაღალი დონის შეხვედრების ფარგლებში განვიხილავთ ბერლინში ამ საკითხებს. მომავალშიც კიდევ უფრო მეტად ვგეგმავთ თანამშრომლობას, დამატებითი ვიზიტების დაგეგმვას საქართველოში გერმანელი კოლეგების და ჩვენი – გერმანიაში“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.