იაგო ხვიჩია: მაქვს იმედი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს, „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებების შესახებ, ვეტოს დაადებს

“მაქვს იმედი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს, „ადმინისტრაციულ კოდექსში“ ცვლილებების შესახებ, ვეტოს დაადებს”, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტს შეუძლია, ხელმოწერის ნაცვლად, კანონპროექტი პარლამენტში უკან დააბრუნოს შენიშვნებით.

„პრეზიდენტთან ერთადერთი თემა განვიხილეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები. ამ ცვლილებებზე მე „ფეისბუქზე“ ვთხოვე პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო და ამ თემასთან დაკავშირებით მას სურდა ჩემთან საუბარი. ჩემი პოზიცია გავაცანი, ავუხსენი, თუ რატომ იყო საბჭოთა ცვლილებები თავისი შინაარსით და რატომ იყო ის წინააღმდეგობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან, რომლის გულშემატკივარიც, როგორც ჩემთვის ცნობილია,  პრეზიდენტიც იყო. ამ კანონზე ვეტოს დადება არის ყველასთვის კარგი. ოპოზიციისთვის, აქტივისტებისთვის, ხელისუფლებისთვის, პრეზიდენტისა და იმ პროცესისთვის, რომელშიც ახლა ჩვენ ბატონი შარლ მიშელის და ბატონი დანიელსონის დახმარებით ვიმყოფებით. პრეზიდენტს შეუძლია, ხელმოწერის ნაცვლად, კანონპროექტი პარლამენტში უკან დააბრუნოს შენიშვნებით. ჩვენს შეხვედრაზე ამასაც შევეხეთ, მე დაახლოებით მქონდა მოსაზრება, თუ როგორი შენიშვნით უნდა იყოს ის უკან დაბრუნებული და რა უნდა იყოს გათვალისწინებული. პრეზიდენტის განწყობას რაც შეეხება, მე არ ვარ განწყობების სპეციალისტი, რომ ამ საქმეში ღრმად შევიდე. ჩვენ, ყველა ველოდებით, რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე საათიც არის დარჩენილი, რომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე მაქვს იმედი, რომ ქალბატონი პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები