ზაზა გახელაძის ოჯახი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა
საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
“ლელო საქართველოსთვის” ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლება ინერტულობას იჩენს.
“სამწუხაროდ, ხელისუფლება ინერტულობას იჩენს. არანაირ ქმედით ნაბიჯს არ დგამს იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს გახელაძე”, – აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ. მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ზაზა გახელაძის თავისუფლებისთვის ყველაფერს აკეთებს.