პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია – მამუკა მდინარაძე ოპოზიციის კანონპროექტს აკრიტიკებს

„წარმოუდგენელია, ვის მოაფიქრდა, რომ ამნისტიის პირობა იყოს დაზარალებულის თანხმობა, ოღონდ ისე, რომ თუ დაზარალებული პოლიციელია, მისი აზრი და თანხმობა არავის აინტერესებდეს- ასე ეხმიანება ფეისბუქის პირად გვერდზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ამნისტიის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტს.

მისი თქმით, მიუღებელია პოლიციელის მიმართ აგდებული დამოკიდებულება

აბსოლუტურად მიუღებელია აგდებული დამოკიდებულება ქართველი პოლიციელის მიმართ!
წარმოუდგენელია, ვის მოაფიქრდა, რომ ამნისტიის პირობა იყოს დაზარალებულის თანხმობა, ოღონდ ისე, რომ თუ დაზარალებული პოლიციელია, მისი აზრი და თანხმობა არავის აინტერესებდეს. ცუდი არ იქნება, ალტერნატიული ამნისტიის პროექტის ავტორები მიხვდნენ, რომ პოლიციელის მიმართ დისკრიმინაციის მსგავსი მასშტაბი აბსოლუტურად მიუღებელია, აღარაფერს ვამბობ მათი პროექტის სხვა ხარვეზებზე – პროექტი არ შეესაბამება შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადებულიყო თავად ეს კანონპროექტი.
ამიტომ, ცოტა ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ასე მეორეხარისხოვნად საუბრობენ პოლიციელებზე. ამ ქვეყანაში პრიორიტეტულია ყველა ადამიანის უფლებების დაცვა, დემონსტრანტი იქნება ის, პოლიციელი თუ სხვა, საიდანაც პოლიციელის უფლებების გამორიცხვა და მათი ამგვარი დისკრიმინაციის მცდელობა ყურადღების მიღმა არასდროს უნდა დარჩეს!
– წერს მამუკა მდინარაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები