აზერბაიჯანული მედია: ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ჰეიდარ ალიევის სიტყვების ციტირება მოახდინა

”თქვენ აღნიშნეთ, რომ ჩვენ იდეალური ურთიერთობა გვაქვს და ჩვენი ურთიერთობა საუკუნეების განმავლობაში გრძელდება. მინდა  გავიმეორო მამათქვენის სიტყვები, რომელიც თავის დროზე თბილისში ითქვა, – განგებამ ასე განსაზღვრა და ჩვენ გაგვიმართლა, რომ მეზობლები ვართ, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხები მეზობლები არიან. ეს არის ჩვენი ბედი. ჩვენ ძალიან ვართ დაკავშირებულები და ურთიერთქმედება გვაქვს”, – თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე.

ინფორმაციას AzerTAc ავრცელებს.

”თქვენ თქვით, რომ ერთად განვახორციელეთ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული პროექტი. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ და ენთუზიაზმით აღსავსე, რომ გავაგრძელოთ მეტი პროექტის ერთობლივი რეალიზაცია, რომლებიც ჩვენს ურთიერთობასა და ძმობას გააძლიერებს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, დელეგაციის მასპინძლობისთვის აქ, ბაქოში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები