სოფელ ჩუმლაყში დამშრობი არხი გაიწმინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ რეგიონებში სარეაბილიტაციო-ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეუფერხებლად ახორციელებს. ამჯერად, ექსპლუატაციის პროგრამით, სამუშაოები გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასრულდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ ჩუმლაყში დანალექი გრუნტისა და ხე-მცენარეებისგან ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-32 გამანაწილებლის მიმდებარედ არსებული დამშრობი არხის 2000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, მუნიციპალიტეტში 70 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი ჭარბი წყლისგან გათავისუფლდა. აღდგენილი სამელიორაციო არხით სოფელ ჩუმლაყისა და ყიტაანის მოსახლეობა ისარგებლებს. სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები