გია ვოლსკი: თუკი ადამიანი წინააღმდეგია, როგორ შეიძლება, ძალით იყოს ამნისტირებული

“საკმაოდ დაბალანსებული დოკუმენტია და დეტალებზე იურისტებმა იმსჯელონ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებას სტაბილურობა სჭირდება.

“თუკი ადამიანი წინააღმდეგია, როგორ შეიძლება, ძალით იყოს ამნისტირებული? საკმაოდ დაბალანსებული დოკუმენტია და დეტალებზე იურისტებმა იმსჯელონ. საზოგადოებას, ქვეყნის ხვალინდელ დღეს სჭირდება, რომ ფურცელი გადაიშალოს იმ ინტერესით, რომ საზოგადოება განვითარდეს და სტაბილურობა იყოს და არა იმ მიზნით, რომ მელიამ და სააკაშვილმა პოლიტიკური დივიდენდების მიღებაზე ილაპარაკონ”, – აცხადებს ვოლსკი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები