ნათია თურნავა: ჯერჯერობით, დამატებით შეღავათებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, საუბარი მიდის, თუ რა წესები გავრცელდება ვაქცინირებულ ადამიანებზე

“ჯერჯერობით, დამატებით შეღავათებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, საუბარი მიდის, თუ რა წესები გავრცელდება ვაქცინირებულ ადამიანებზე. ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები არიან ვაქცინირებულები, ბევრ პერსპექტივას უქმნის დამსაქმებლებს.

„ჯერჯერობით, დამატებით შეღავათებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა, საუბარი მიდის, თუ რა წესები გავრცელდება ვაქცინირებულ ადამიანებზე. ჯერჯერობით, ეს გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს. ის ფაქტი, რომ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები არიან ვაქცინირებულები, ბევრ პერსპექტივას უქმნის დამსაქმებლებს. ტურიზმში ამას ორმაგად დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რა ინფორმაცია იქნება გავრცელებული საერთაშორისო ვიზიტორებს შორის ამა თუ იმ სასტუმროზე, რესტორანსა და სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები