გია ვოლსკი: ნიკა მელია გირაოს უნდა დათანხმდეს და საპატიმროდან გამოვიდეს

პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ნიკა მელია პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული ვერ გახდა.

მისივე თქმით, მელია გირაოს უნდა დათანხმდეს და საპატიმროდან გამოვიდეს

„ევროკავშირის ჩარევა, საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მოთხოვნა პოლარიზებულია იმ პოზიციასთან, გეგმასა  და იმ სტრატეგიასთან, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ამ ორ განზომილებას შორის არის დაკარგული მელია. არ მგონია, ადვოკატებმა სწორი რჩევები მისცენ, მათი მოქმედება დავინახეთ სასამართლოში. გირაოსთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური სვლა არ იქნება. პრაქტიკულად, სვლა აღარ დარჩა და გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს. მაგრამ ამ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია “შტურმის მომწყობთა ბრიგადირი”. ეს არის როლი და ის ფუნქცია, რაც მოირგო. ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული. არ ვიცი, შემდეგ რა ნაბიჯებს გადადგამენ, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნებისა და პარლამენტში მუშაობის თემა, ასევე, ეკონომიკურ საკითხებზე, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე არ არის ის ამოცანა, რომელსაც ემსახურება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიზანი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები