რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, პატიმრობაში მყოფ ნიკა მელიას ადვოკატები ხვდებიან.

როგორც დაწესებულებაში შესვლამდე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, მელიასთან რიგითი შეხვედრაა.

“ჩვეულებრივი შეხვედრაა, ნიკას პოზიციას რაც შეეხება, ყველაფერი ცნობილია, ახალი არაფერია, ამიტომაც, დეტალებზე ვერ გესაუბრებით. ნიკას პოზიცია ძალიან კარგად არის ცნობილი ყველა საკითხზე, მათ შორის, გირაოს თემაზე. ეს არის ჩვენი მორიგი შეხვედრა, ვინაიდან დღესასწაულები იყო, ხუთშაბათის მერე ვერ შევხვდით. ამ საქმეზე რაღაც მოლოდინები იქმნება, აბსოლუტურად გაუგებარი, ჩვენ ჩვეულებრივად უნდა შევხვდეთ ჩვენ მეგობარს, რომელიც უკანონო პოლიტიკურ პატიმრობაშია”, – განაცხადა კონდახიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები