ნინო წილოსანი: მზად ვართ, ოპოზიციონერ დეპუტატებთან განვიხილოთ, ამნისტიის კანონპროექტის რომელი ვერსიაა უკეთესი ქვეყნის სტაბილური მომავლისთვის

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, ამნისტიის კანონპროექტზე მოსაზრებების დაახლოების რესურსი არსებობს.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა, ოპოზიციასთან ერთად განიხილოს კანონპროექტის რომელი ვერსიაა უკეთესი.

„როგორც კი დაიწყება საკომიტეტო თუ სასესიო განხილვები, ასევე, არაფორმალურ ფორმატშიც მზად ვართ, ოპოზიციონერ დეპუტატებთან განვიხილოთ, რომელი ვერსია არის უკეთესი ქვეყნის სტაბილური მომავლისთვის და რომელი შეესაბამება შეთანხმების პრინციპებს“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული – ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი – ოპოზიციის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები