6 მაისს საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა შემოვა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 6 მაისს საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა შემოვა.
მისივე თქმით, ის განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.
„ასტრაზენეკა“ 6 მაისს კიდევ შემოვა 43 ათასი დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 25 461 ადამიანი და დაჯავშნილი აქვს კიდევ 10 ათას ადამიანს, ამიტომ, არ მგონია, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდეს „ასტრაზენეკას“ ათვისებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.