3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პრესის დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა. ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, მათ დაიწყეს თავისუფლებისთვის ბრძოლა აფრიკის კონტინენტზეც.

1991 წლის 3 მაისს აფრიკელმა ჟურნალისტებმა, იუნესკო-სთან თანამშრომლობით, ნამიბიის სემინარზე ცნობილი “ვინდჰუკის” დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაცია თავისუფალ, დამოუკიდებელ, პლურალისტურ მედიას განსაზღვრავს, როგორც დემოკრატიისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აუცილებელ ფაქტორს. ორი წლის შემდეგ კი, 1993 წელს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 3 მაისი მსოფლიო პრესის თავისუფლების დღედ გამოაცხადა. ასამბლეამ შეახსენა მთავრობებს მათი მოვალეობა – პატივი სცენ და დაიცვან გამოხატვის თავისუფლება, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-19 მუხლითაა გარანტირებული. გაერო-ს განცხადების მიხედვით, ეს დემოკრატიისა და განვითარების მთავარი პრინციპია.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, “ყველა ადამიანს აქვს უფლება, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, ასევე, თავისი მოსაზრება ზეპირი, წერილობითი და სხვა ფორმით. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები