წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს, საღამოს 20:30 საათზე ჩამოაბრძანებენ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს და წმინდა ცეცხლის იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში ჩამობრძანების დროს აქვეყნებს.

“გაცნობებთ, რომ წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს, 20:30 საათზე ჩამოაბრძანებენ, ხოლო 21:30 საათისათვის მიაბრძანებენ საქართველოს საპატრიარქოში, საიდანაც (საპატრიარქოს საშვთა ბიურო) შესაძლებელი იქნება მისი განაწილება სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიებში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები