ლევან ნიკოლეიშვილი – თბილისის შესაძლო კატასტროფას დედაქალაქის მერის კახი კალაძის ოპერატიული ქმედებებით გადარჩა
კიდევ კარგი თბილისის მერიამ და გერმანელმა სპეციალისტებმა ნუცუბიძის ფერდობზე დროულად და ოპერატიულად ჩაატარეს აუცილებელი სამუშაოები-მოიხსნა მიწის მეწყერ საშიში მასა და გამაგრდა შესაბამისი ადგილები,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი წერს.
როგორც ის ფეისბუქპოსტში აღნიშნავს, თბილისის შესაძლო კატასტროფას დედაქალაქის მერის კახი კალაძის ოპერატიული ქმედებებით გადარჩა.
“როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახახურიდან გახდა ცნობილი, დიდ დიღომა და სოფელ დიღომში ძლიერმა წვიმისა და ნალექის შედეგად გზები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა.
კიდევ კარგი თბილისის მერიამ და გერმანელმა სპეციალისტებმა ნუცუბიძის ფერდობზე დროულად და ოპერატიულად ჩაატარეს აუცილებელი სამუშაოები-მოიხსნა მიწის მეწყერ საშიში მასა და გამაგრდა შესაბამისი ადგილები.
კატასტროფა გარდაუვალი იქნებოდა!!!
სწორედაც, რომ თბილისის შესაძლო კატასტროფას დედაქალაქის მერის კახი კალაძის ოპერატიული ქმედებებით გადარჩა!
ახლა ცხადია, დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება დასჭირდება და დარწმუნებული ვარ აქაც დროულად და ოპერატიულად იმოქმედებს ხელისუფლება “,- წერს ნიკოლეიშვილი.