თეა წულუკიანმა კახი კავსაძის ხსოვნას პატივი მიაგო (ვიდეო)

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურიასთან ერთად, რუსთაველის თეატრში გამართულ სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო მსახიობ კახი კავსაძის ხსოვნას.

მინისტრმა გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს სამძიმარი გამოუცხადა.

“ჩვენ ვეთხოვებით კახი კავსაძეს და მისი წასვლა, რა თქმა უნდა, არის ქართული თეატრისთვის, მთლიანად ჩვენი კულტურისთვის დიდი დანაკლისი. ჩვენ ვიცოდით, რომ ბატონი კახი იყო მძიმედ ავად, მაგრამ ალბათ არავის გვჯეროდა, რომ მას დაავადება მოერეოდა, გვეიმედებოდა, რომ ის ამ ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდოდა. მე პირადად შემიძლია, გავიხსენო ისიც, რომ როდესაც ვიყავი ახალგაზრდა სტუდენტი და ერთ-ერთი ფრანგულ-ქართული ფილმის გადაღებაზე ტექნიკური პერსონალის ასისტენტის ასისტენტად ვმუშაობდი, ის ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებდა მაშინ და მახსოვს, რომ ეს დიდი არტისტი, დიდი მსახიობი ჩვენდამი, უმნიშვნელო ტექნიკური ფუნქციების შემსრულებელი ახალგაზრდებისადმი, გამოირჩეოდა განსაკუთრებული პატივისცემითა და სითბოთი. ამიტომაც იყო ის ძალიან დიდი ადამიანი და ყოველთვის დარჩება ჩვენს გულში”, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მსახიობი კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები