როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში აღდგომის დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

,,1 მაისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში შენარჩუნებული იქნება ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა +18, +23 გრადუსი იქნება. 2-3 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა + 25, + 30 გრადუსამდე მოიმატებს. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში კი ცალკეულ რაიონში იწვიმებს და +22, +27 გრადუსამდე დათბება.

თბილისში 1 მაისს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 2-3 მაისს დღის საათებში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +24, +26 გრადუსმდე მოიმატებს,”- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები