“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს?!” – აფხაზეთში რუსულ ვაქცინას დღეს ელოდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსულ ვაქცინას  – “სპუტნიკV”-ს დღეს ელოდებიან, – ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღინიშნება, რომ პირველი პარტია 6500 დოზისგან შედგება, თუმცა, ვაქცინაციის დაწყების ვადა, ჯერჯერობით, უცნობია.

რუსეთის მიერ ოკუპირებული, საქართველოს რეგიონი კორონავირუსისგან რუსულ “შველას” ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბრიდან ელოდება, როდესაც დე ფაქტო მთავრობამ მოთხოვნის განაცხადი გაუგზავნა რუსეთის შესაბამის უწყებებს.

თუმცა, მოსკოვისთვის ე.წ. რესპუბლიკები მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა, რადგან კრემლი საკუთარი პრეპარატის საზღვრებს გარეთ, ევროპასა და ამერიკაში გატანას ცდილობდა. მისთვის ევროპელი მომხმარებელი გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე –  ზღვისპირა ე.წ. რესპუბლიკა, რომელიც სწორედ რუს ტურისტებს მასპინძლობს.

როგორც მანამდე დე ფაქტო პრეზიდენტი აცხადებდა, ვაქცინაციას პირველ ეტაპზე დაექვემდებარებიან ექიმები, შემდგომ, სავარაუდოდ, იქნებიან პედაგოგები, ტურისტული სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები