სოზარ სუბარი: ოპოზიციის უმრავლესობა, ხელმომწერებს ვგულისხმობ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი როგორმე ჩავარდეს
“ოპოზიციის უმრავლესობა, ხელმომწერებს ვგულისხმობ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი როგორმე ჩავარდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
სუბარმა განმარტა, რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს საგამოძიებო კომისიას.
„ოპოზიციის უმრავლესობა, ხელმომწერებს ვგულისხმობ, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი როგორმე ჩავარდეს და არ შედგეს და ეს არ ჩანს მხოლოდ იმაში, რომ პარლამენტში არ შემოდიან, ან შემოდიან რამდენიმე სიტყვას ისვრიან და გავარდებიან გარეთ, ეს ჩანს იმ წინადადებებში, რომლებსაც ისინი აყენებენ. მაგალითად: „ლელო“ ამბობს, შევქმნათ საგამოძიებო კომისია პარლამენტშიო, კი ბატონო, მე დიდი სიამოვნებით დავუჭერ მხარს ამ წინადადებას.
თუ ამნისტია მანამდე მოესწრო, მაშინ ვერავინ ვერ დაისჯება და თუ კომისია იქმნება იმისთვის, რომ ვუთხრათ, მაგალითად ნიკანორ მელიას, რომელიც მოუწოდებდა პარლამენტში შეჭრისკენ, ან რომელიმე თავდამსხმელს, რომელიც პოლიციელს ურტყამდა ქვას, კეტს და ა.შ. რომ შენ ცუდად მოქცეულხარ და კუთხეში დადექი, ეს ერთი მოცემულობაა და ამისთვის არ მგონია, რომ კომისიის შექმნა სწორი იდეა იყოს, ეს არის პარლამენტარიზმის იდეის მასხრად აგდება, მაგრამ თუ ჩვენ იმისთვის გვინდა საპარლამენტო კომისია, რომ მერე ყველა ამ ადამიანმა პასუხი აგოს, კი ბატონო მე ამას მხარს დავუჭერ, ოღონდ ერთი პირობით, რომ თვითონ მივიდეს „ლელო“, ან ვინც ამას მხარს უჭერს ჩვენს მედიატორებთან, აუხსნან, რომ ამის გაკეთებას აპირებენ და ეს ნიშნავს, რომ შეთანხმება ძალაში აღარ არის, ან დაითანხმონ მედიატორები, რომ შეთანხმებას კი ვუჭერთ მხარს, თუმცა ამ ფორმით. ამ შემთხვევაში მე თანახმა ვიქნებოდი, რომ ყველამ აგოს პასუხი, პოლიციელმაც და სხვამაც“, – განაცხადა სუბარმა.