გრიგოლ ლილუაშვილი: დეზინფორმაციული მანქანით ყოველთვის იქმნებოდა იმის იმიტაცია, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება აფხაზებთან ორმხრივ დიალოგს თავს არიდებდა

“დეზინფორმაციული მანქანის მეშვეობით ყოველთვის იქმნებოდა იმის იმიტაცია, თითქოსდა, საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა აფხაზებთან ორმხრივ დიალოგზე დათანხმებას თავს არიდებდა”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტში სუს-ის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ამას კარგად იყენებდნენ ჰიბრიდული მანქანის მფლობელი ძალები, კონკრეტულად, რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები.

„2020 წლის განმავლობაში ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ფართოდ გავრცელდა მოსაზრება აფხაზებთან პირდაპირი დიალოგის შესახებ. მინდა, თქვენც ამ საკითხზე საუბრისას, დისკუსიისას გაითვალისწინოთ ის რისკები, რაც შეიძლება, თან ახლდეს ამ პროცესს. შესაბამისად, დეზინფორმაციული მანქანის მეშვეობით ყოველთვის იქმნებოდა იმის იმიტაცია, თითქოსდა, საქართველოს ხელისუფლება და მთავრობა თავს არიდებდა ორმხრივ დიალოგზე დათანხმებას.

ამას კარგად იყენებდნენ ჰიბრიდული მანქანის მფლობელი ძალები, კონკრეტულად, რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რათა გაეწიათ დისკრედიტაცია მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატისთვის, რაც ვრცელდება ჟენევაში, სადაც ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვსაუბრობთ საერთო პრობლემებზე, რაც უკავშირდება ოკუპაციას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები