გიორგი ვოლსკი: თუკი ქვეყნის ნგრევას გამოეთიშე, ვაჟკაცობაც გეყოს, რომ პარლამენტში იმუშაო
“თუკი გამოეთიშე ქვეყნის ნგრევას და კარგი ნაბიჯი გადადგი, მაშინ გეყოს ვაჟკაცობა, პროფესიონალიზმი, ინტელექტი და პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რომ პარლამენტში იმუშაო”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია მეორე ადგილზეა გადასროლილი.
„აქ ევროკავშირის, საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია მეორე ადგილზეა გადასროლილი. მერკანტილური მოსაზრებებიც არის იმაში, რომ იყო რადიკალურ მხარეს, არ მუშაობდე პარლამენტში და ამით გარკვეულ პოზიციონირებას აკეთებდე იმ ადამიანების წინაშე, ვინც ქუჩაში აგინებენ და იმ საერთო გეგმის მოღალატეებს უწოდებენ, რასაც საქართველოს ერთობლივი ნგრევა ჰქვია. თუკი გამოეთიშე ამ ნგრევას, კარგი ნაბიჯი გადადგი, მაშინ გეყოს ვაჟკაცობა პროფესიონალიზმი, ინტელექტი და პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, რომ იმუშაო პარლამენტში, სამწუხაროდ, ამის დემონსტრირება არ ხდება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.