ალეკო ელისაშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტის რევიზია არ არის სწორი
დეპუტატი ალეკო ელისაშვილი “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია უნდა შეიქმნას.
ელისაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, ეს შარლ მიშელის დოკუმენტის რევიზია იქნება, რაც არასწორია.
“საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ულტიმატუმით გადაბმა ამნისტიასთან არ მიმაჩნია სწორად. შარლ მიშელის დოკუმენტის რევიზია არ არის სწორი. ყოველდღე ვიგებთ იმას, რომ ვიღაცას უნდა გადაქაჩოს თავისკენ ეს შეთანხმება. შევთანხმდით, რომ ამნისტიის პროექტს დავაინიცირებდით. ეს ამნისტიის საქმე დავძრათ და, პარალელურად, თუკი გვეყოფა ხმები, ჯერჯერობით, ოპოზიცია საკმარისი რაოდენობით არ ვართ, რომ 50 ხმა გვქონდეს, თუკი ჰიპოთეტურად გვეყოფა, კი ბატონო შევქმნათ ეს საგამოძიებო კომისია”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.